
ავტორი
Front News საქართველო
ჩვენთვის ცხადია, რომ ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების ერთადერთი გზაა მისი სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა კომპლექსური კვლევების, დიაგნოზის დადასტურებისა და სისტემური მკურნალობისთვის, - ამის შესახებ "ოპოზიციის ალიანსის" განცხადებაშია აღნიშნული.
"ელენე ხოშტარია უკვე მეათე თვეა, ივანიშვილის რეჟიმის პოლიტიკურ ტყვეობაშია. ის უკანონო სასჯელს იხდის კახა კალაძის საარჩევნო ბანერზე გაკეთებული წარწერის საბაბით. სინამდვილეში რეჟიმი მას არ პატიობს თავისუფლებისთვის უკომპრომისო ბრძოლას, წინააღმდეგობას, არალეგიტიმური ხელისუფლების არაღირებას და სოლიდარობას. ეს თავად რეჟიმის წარმომადგენლებმაც დაადასტურეს საჯარო განცხადებებით.
ბოლო თვეების განმავლობაში ელენეს ჯანმრთელობის მდგომარეობა უწყვეტად უარესდება. მას აქვს ქრონიზებული ტკივილი, რომლის მართვაც ციხის პირობებში ვერ ხერხდება. გამუდმებული ტკივილი თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში ადამიანის წამების ტოლფასია.
რეჟიმის წარმომადგენლები ტყუიან, როცა აცხადებენ, თითქოს ელენეს მიეწოდება საჭირო სამედიცინო დახმარება. სინამდვილეში, ის მოკლებულია სისტემურ, შედეგზე ორიენტირებულ მკურნალობას და ეს დასტურდება ჯანმრთელობის მდგომარეობის მუდმივი გაუარესებით.
პენიტენციური სისტემის თითოეულ წარმომადგენელს, რომელსაც აქვს პასუხისმგებლობა ელენეს ჯანმრთელობაზე, უნდა ესმოდეს, რომ საჭირო მკურნალობაზე უარის თქმა სისხლის სამართლის დანაშაულია. აგრეთვე, რუსული რეჟიმის თითოეულმა წარმომადგენელმა უნდა იცოდეს, რომ ელენეს ჯანმრთელობის წინასწარი განზრახვით დაზიანებისთვის მოუწევთ პოლიტიკური და სამართლებრივი პასუხისგება.
სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ ჩვენს თანამებრძოლს, პარტია "დროას“ ლიდერს ელენე ხოშტარიას. ჩვენთვის ცხადია, რომ ელენეს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების ერთადერთი გზაა მისი სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა კომპლექსური კვლევების, დიაგნოზის დადასტურებისა და სისტემური მკურნალობისთვის.
ვაცხადებთ, რომ ელენეს ჯანმრთელობაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ივანიშვილის რუსულ რეჟიმს. ჩვენ ვიბრძვით თითოეული პოლიტპატიმრის და საქართველოს თავისუფლებისთვის გამარჯვებამდე! თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს!" - აღნიშნულია განცხადებაში.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს