“ოპოზიციის ლიდერის დაკავება უკიდურესად მძიმე მოვლენაა, ნამდვილად ბნელი დღეა თბილისში”


ავტორი
Front News საქართველო
ყოფილი ევროპარლამენტარი რებეკა ჰარმსი ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდებას Twitter-ზე ეხმაურება.
"საქართველოში მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის შესახებ ეჭვები აქამდეც არაერთხელ გამოთქმულა სხვადასხვა საკითხის მიმართ. ოპოზიციის ლიდერის დაკავება უკიდურესად მძიმე მოვლენაა. ნამდვილად ბნელი დღეა თბილისში", – წერს ყოფილი ევროპარლამენტარი.
თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა, აღკვეთის ღონისძიების სახით ნიკა მელიასთვის გირაოს ნაცვლად პატიმრობის შეფარდების თაობაზე. ოპოზიცია და ნიკა მელიას მხარდამჭერები ამ წუთებში ენმ-ს ოფისში არიან შეკრებილი.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს