“ოპოზიციის მხრიდან დაყენებული იყო კონკრეტული ულტიმატუმები”


ავტორი
Front News საქართველო
ოპოზიციის მხრიდან დაყენებული იყო კონკრეტული ულტიმატუმები, მათ შორის ისეთი, რომელიც ითვალისწინებდა კანონის უზენაესობის ფეხქვეშ გათელვას. ბუნებრივია, ასეთი ულტიმატუმები აბსოლუტურად მიუღებელია, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
"ულტიმატუმები უკავშირდებოდა ორ პუნქტს, ერთი პუნქტი პირდაპირ ითვალისწინებდა კანონის უზენაესობის ფეხქვეშ გათელვას, ხოლო მეორე პირდაპირ ეწინააღმდეგებოდა სახელმწიფოს ინტერესებს.
ჩვენ ვართ ხელისუფლება და ჩვენი ამოცანაა, ამ ქვეყანაში იყოს დაცული კანონის უზენაესობა და სახელმწიფოს ინტერესები, მათ შორის, იმ ძალებისგან, რომლებიც პირდაპირ მტრობენ სახელმწიფოს, მათ შორის, იმ ულტიმატუმებით, რომელიც იყო დაყენებული. ჩვენ ვხელმძღვანელობდით ამ პრინციპებით", – განაცხადა კობახიძემ.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს