Logo

“ოპოზიციურმა პარტიებმა ფაქტიურად მიატოვეს “ნაციონალური მოძრაობა” და გაწირეს”

საზოგადოება
401
Frontnews image description

"გაერთიანებული ოპოზიცია – ძალა ერთობაშია" სიით არჩეული დეპუტატი გუბაზ სანიკიძე აცხადებს, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელის მოწერით "ნაციონალური მოძრაობა" "გაწირეს".

როგორც სანიკიძემ "ფორმულას" ეთერში, გადაცემა "პოლიტმეტრში" აღნიშნა, პარტიებს, რომლებიც პარლამენტში შევიდნენ "უპერსპექტივო მომავალი" აქვთ. 

"გუშინ მოხდა ძალიან ცუდი ფაქტი, თუმცა ჩემთვის და ალბათ, ბევრისთვის მოსალოდნელი. გუშინ, ოპოზიციურმა პარტიებმა ფაქტიურად მიატოვეს "ნაციონალური მოძრაობა" და გაწირეს მარგინალიზებისთვის და შემდეგ განადგურებისთვის. დარწმუნებული ვარ, "ნაციონალური მოძრაობა" მარტო რომ დარჩენილიყო გარეთ და რომ დარჩეს, აუცილებლად რეპრესიები დაიწყება მის წინააღმდეგ, დარწმუნებული ვარ, რომ ეს შებრძანებული პოლიტიკური ძალები კრინტის დამძვრელიც არ არიან.

ყველას თავისი არჩევანი აქვს, ღმერთმა გაუმარჯოს ყველას თავისი სიმართლით, მაგრამ მე შემიძლია ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე მათ ვუწინასწარმეტყველო უპერსპექტივო მომავალი. ჩათვალეთ, ეს პარტიები შემდეგ არჩევნებში ვერცერთ პარლამენტში ვერ მოხვდებიან, რადგან გუშინ მათ შეგნებული ღალატი ჩაიდინეს თავისი პოლიტიკური პარტნიორის, რომელიც ხანდახან გაუმართლებლად უთმობდა დანარჩენ ოპოზიციურ სპექტრს", – განაცხადა სანიკიძემ. 

თაგები:

Advertisement