Logo

ორბანი - არსებობს გეგმა, რომლის მიხედვით, ევროკავშირი ომში 2030 წლისთვის ჩაერთვება

მსოფლიო
52
Frontnews image description

უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის განცხადებით, არსებობს გეგმა, რომლის მიხედვით, ევროკავშირი ომში 2030 წლისთვის ჩაერთვება და მათი მოსახლეობა ამისთვის ემზადება

"არსებობს გეგმა, რომლის მიხედვითაც, ევროკავშირი ომში 2030 წლისთვის ჩაერთვება და მათი მოსახლეობა ამისთვის ემზადება. ევროკავშირმა ომის ეკონომიკაზე გადასვლა გამოაცხადა. ამიტომ 2026-2030 წლების პერიოდი ჩვენს ცხოვრებაში ყველაზე საშიში იქნება. 2026 წელი ომამდე ბოლო არჩევნებია, ამიტომ ჩვენ ომის საწინააღმდეგო მიტინგებს ვატარებთ“, – განაცხადა ორბანმა.

ორბანის თქმით, დღეს ყველაზე დიდი საფრთხე ის არის, რომ უნგრეთს ფულს, რომლის გამოყენებაც ქვეყნის ეკონომიკისთვის სურთ, წაართმევენ და უკრაინას გადასცემენ.

"უკრაინელები 1,5 ტრილიონ დოლარს ითხოვენ, რაც ჩვენს ფულსაც მოიცავს. უკრაინის ტერიტორიაზე რუსებთან შეთანხმების გარეშე თუ ევროკავშირის ერთი ჯარისკაცი მაინც გამოჩნდება, ეს ნიშნავს, რომ ომში შევედით და ევროკავშირის ხელმძღვანელობა არ იქნება კმაყოფილი კავშირის მხოლოდ ნახევრის ომში მონაწილეობით, ბრიუსელი ზეწოლას მოახდენს ყველა წევრ სახელმწიფოზე, რათა მონაწილეობა მიიღონ ომში. სწორედ ამიტომ არის ბრიუსელი ჩვენი მთავარი ოპონენტი და არა – პარტია „ტისა“, რომელსაც 27 წევრი ჰყავს“, – განაცხადა ორბანმა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები