ორბანი – ევროპა ომისთვის ემზადება, სოროსი აფინანსებს მათ მედიასაშუალებებს, ვინც მის დაკრულზე არ ცეკვავს, დოლარებს ვერ მიიღებს


ავტორი
Front News საქართველო
უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის განცხადებით, ევროპა დღეს ომისთვის ემზადება, რაც დაუშვებელია.
ბუდაპეშტში, ევროპარლამენტის არჩევნების წინ გამართულ მიტინგზე ორბანმა განაცხადა, რომ უნგრელები მხარს მშვიდობას უჭერენ და ქვეყნის მოქალაქეებს მოუწოდა, მომდევნო კვირაში დაგეგმილ არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა, რომ არ დაუშვან ევროპის ომში ჩაბმა.
“არ უნდა დავუშვათ, რომ ევროპა ომში ჩაებას თვითგანადგურებისთვის. მეგობრებო, დღეს ევროპა ემზადება ომისთვის. სოროსი აფინანსებს მათ მედიასაშუალებებს, ხოლო, ვინც მის დაკრულზე არ ცეკვავს, დოლარებს ვერ მიიღებს. უნგრეთის მემარცხენეები მის დაკრულზე ცეკვავენ და ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად მშვიდობისმოყვარულ თანამემამულეებს ღალატობენ. მაგრამ ჩვენ, ნაციონალური მხარე, არ დავემორჩილებით სოროსის გეგმით მოქმედ ბრიუსელის გენერლებს”, – განაცხადა ორბანმა.
თაგები:
ვიქტორ ორბანი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს