ორბანი – ევროპას მოუწევს, გადახედოს უკრაინის მხარდაჭერას, თუ დონალდ ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტი გახდება


ავტორი
Front News საქართველო
დონალდ ტრამპის გამარჯვება აიძულებს ევროპას, გადახედოს უკრაინის მხარდაჭერას, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა.
“ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, რომ თუ აშშ-ში მშვიდობის მომხრე პრეზიდენტი იქნება, რისაც მე არა მხოლოდ მჯერა, არამედ რიცხვებშიც ასე ვკითხულობ, თუ მოხდება ის, რასაც ველოდებით და ამერიკა გახდება მშვიდობის მომხრე, მაშინ ევროპა ვერ დარჩება ომის მომხრე“, – განაცხადა ორბანმა.
მისივე თქმით, უკრაინის საკითხი მთავარი თემა იქნება მომავალ კვირას, ბუდაპეშტში დაგეგმილ ევროპის პოლიტიკური გაერთიანების შეხვედრასა და ევროკავშირის ლიდერების არაფორმალურ შეხვედრაზე.
“ევროპას არ შეუძლია ომის ტვირთის მარტო ტარება და თუ ამერიკელები მშვიდობისკენ შემობრუნდებიან, მაშინ ჩვენც უნდა შევეგუოთ ამას. სწორედ ამაზე ვისაუბრებთ ბუდაპეშტში“, – აღნიშნა ორბანმა.
თაგები:
ვიქტორ ორბანი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს