Logo

ორბანი მოსკოვში გორბაჩოვის დაკრძალვის ცერემონიაზე ჩავიდა

მსოფლიო
1275
Frontnews image description

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი მოსკოვში საბჭოთა კავშირის პირველი პრეზიდენტის მიხაილ გორბაჩოვის დაკრძალვის ცერემონიაზე დასასწრებად ჩავიდა. 

 

რუსული მედიის ინფორმაციით, ორბანი მივიდა მოსკოვში კავშირების სახლში, სადაც გორბაჩოვის სამოქალაქო პანაშვიდი  მიმდინარეობს. 

 

როგორც რუსული მედია წერს, უნგრეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინთან შეხვედრა დაგეგმილი არ აქვს.

 

საბჭოთა კავშირის პირველი და უკანასკნელი პრეზიდენტი 91 წლის ასაკში 30 აგვისტოს გარდაიცვალა.

Advertisement