Logo

ორბანი - როგორც კი ნავთობის მიწოდება აღდგება, ჩვენ აღარ შევუშლით ხელს კრედიტის დამტკიცებას

უკრაინა
56
Frontnews image description

უკრაინა მზად არის, ორშაბათიდან განაახლოს ნავთობის მიწოდება "დრუჟბას" მილსადენით, თუ უნგრეთი ევროკავშირის 90 მილიარდ ევროს აღარ დაბლოკავს, - ამის შესახებ უნგრეთის მოქმედი პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი სოციალურ ქსელში წერს.

"ბრიუსელის მეშვეობით უკრაინისგან მივიღეთ სიგნალი, რომ ისინი მზად არიან, უკვე ორშაბათიდან განაახლონ ნავთობის მიწოდება "დრუჟბას“ მილსადენით, თუ უნგრეთი ევროკავშირის 90 მილიარდი ევროს სესხის ბლოკირებას შეწყვეტს.

უნგრეთის პოზიცია უცვლელია: არ არის ნავთობი – არ არის ფული. როგორც კი მიწოდება აღდგება, ჩვენ აღარ შევუშლით ხელს კრედიტის დამტკიცებას. ამ სესხის გაცემა უნგრეთს ფინანსურ ტვირთსა და ვალდებულებას არ აკისრებს", – წერს ორბანი.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები