ორბელიანების სასახლეში პრეზიდენტის ახალი ვებგვერდის პრეზენტაცია გაიმართა

ავტორი
Front News საქართველო
ორბელიანების სასახლეში საინფორმაციო სააგენტოებისა და საინფორმაციო პორტალებისთვის საქართველოს პრეზიდენტის ახალი ვებგვერდის პრეზენტაცია გაიმართა.
საქართველოს პრეზიდენტის ახალი ვებგვერდი ახალ მისამართზე www.president.ge-ზე განთავსდა.
“ინტერნეტმისამართის ცვლილება საერთაშორისო პრაქტიკიდან გამომდინარე მოხდა.
ახალი ვებგვერდი პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაკვეთით შპს „პროსერვისმა“ შექმნა და მასვე ევალება ერთწლიანი ტექნიკური მხარდაჭერის გაწევა.
საიტზე ინფორმაციის გაცნობა სამ: ქართულ, ინგლისურ და აფხაზურ ენებზე იქნება შესაძლებელი. ვებგვერდზე ასევე განთავსებულია საქართველოს პრეზიდენტების საარქივო მასალაც”, – აცხადებენ პრეზიდენტის პრესსამსახურში
თაგები:





