Logo

"ორეშნიკი", "ცირკონი", დრონები, მთავარი სამიზნე კიევი - რუსული თავდასხმის დეტალები

უკრაინა
132
Frontnews image description

24 მაისის ღამეს რუსეთმა უკრაინაზე მასშტაბური, კომბინირებული დარტყმა განახორციელა, რომელშიც გამოყენებული იყო თავდასხმის დრონები, საჰაერო, საზღვაო და სახმელეთო რაკეტები. მთავარი სამიზნე კიევი იყო, - ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალები ავრცელებს.

მისივე ცნობით, საერთო ჯამში დაფიქსირდა 90 რაკეტა და სხვადასხვა ტიპის 600 დრონი: 1 საშუალო რადიუსის ბალისტიკური რაკეტა (გაშვების არეალი: კაპუსტინ იარი, ასტრახანის ოლქი, რუსეთის ფედერაცია); 2 Kh-47M2 "კინჯალის" აერობალისტიკური რაკეტა (გაშვების არეალი: ლიპეცკის ოლქი, რუსეთის ფედერაცია); 3 3M22 "ცირკონის" ჰიპერბგერითი ფრთოსანი რაკეტა (გაშვების არეალი: ვოლოგდა, ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკა, კურსკის ოლქი, რუსეთის ფედერაცია); 30 Iskander-M/S-400 ბალისტიკური რაკეტა (გაშვების არეალი: ბრიანსკი, კურსკი და TOT, ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკა); 54 Kh-101/Iskander-K/Kalibr ფრთოსანი რაკეტა (გაშვების არეალი: ვოლოგდა, კურსკის ოლქი, რუსეთის ფედერაცია, შავი ზღვის აკვატორია); 600 თავდასხმის დრონი „შაჰედის“, „გერბერას“ და „იტალმასის“ ტიპის (ბრაიანსკი, კურსკი, ორიოლი, მილეროვო, პრიმორსკო-ახტარსკი (რუსეთის ფედერაცია), გვარდეისკოე, ჩაუდა, ყირიმი).

"წინასწარი მონაცემებით, საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ჩამოაგდეს ან ჩაახშვეს 604 სამიზნე - 55 რაკეტა და სხვადასხვა ტიპის 549 დრონი: 11 „ისკანდერ-M/S-400“ ტიპის ბალისტიკური რაკეტა; 44 „ხ-101/„ისკანდერ-კ“ ტიპის ფრთოსანი რაკეტა; 549 სხვადასხვა ტიპის მტრის დრონი. გარდა ამისა, სავარაუდოდ, 19 მტრის რაკეტამ მიზანს ვერ მიაღწია. ინფორმაცია ზუსტდება და შესაძლო დაცემის ადგილები დგინდება", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

24 მაისის ღამეს რუსეთმა კიევს ბალისტიკური რაკეტებითა და თავდასხმის დრონებით დაარტყა.

თავდასხმამდე რამდენი საათით ადრე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ამერიკელი და ევროპელი პარტნიორების ცნობით, რუსეთი ქვეყანაზე ბალისტიკური რაკეტა "ორეშნიკით“ დარტყმას ამზადებდა. მან უკრაინელებს მოუწოდა, განგაშის სიგნალებზე რეაგირება მოეხდინათ და თავშესაფარი ეპოვათ.

უკრაინის საჰაერო ძალების კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსმა იური იგნატმა დაადასტურა, რომ 24 მაისის ღამეს რუსმა ოკუპანტებმა კიევის ოლქს "ორეშნიკით" დაარტყეს.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები