ოსტინი – უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეცვალეს რუსეთთან ომის დინამიკა


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინელმა სამხედროებმა არაჩვეულებრივ წარმატებას მიაღწიეს ბრძოლის ველზე, რუსეთის ახალი თავდასხმების მიუხედავად, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეცვალა ომის დინამიკა, – ამის შესახებ პენტაგონის ხელმძღვანელმა ლოიდ ოსტინმა რამშტეინის შეხვედრაზე განაცხადა.
პენტაგონის ხელმძღვანელის თქმით, სამოქალაქო ობიექტებზე თავდასხმების, უპასუხისმგებლო მუქარის, კრემლის მეთაურის ვლადიმერ პუტინის რიტორიკის მიუხედავად, უკრაინის შეიარაღებული ძალები განაგრძობენ სიტუაციის შეცვლას ბრძოლის ველზე პარტნიორების მიერ მოწოდებული იარაღის წყალობით.
“როდესაც სექტემბერში შევხვდით, ყველანი ვუყურებდით, როგორ აღწევდა უკრაინა ბრძოლის ველზე წარმატებებს. პუტინის ახალი თავდასხმების მიუხედავად, უკრაინულმა ძალებმა შეცვალეს ამ ომის დინამიკა. მათ გაათავისუფლეს ასობით ქალაქი რუსული ოკუპაციისგან და დაიბრუნეს ათასობით კვადრატული კილომეტრი საკუთარი მიწა. ეს გამარჯვებები ეკუთვნის უკრაინელ ჯარისკაცებს“, – განაცხადა პენტაგონის ხელმძღვანელმა.
მისივე თქმით, რუსეთის თავდასხმები მხოლოდ გააძლიერებს მოკავშირეების გადაწყვეტილებას უკრაინის დასახმარებლად.
თაგები:
ლოიდ ოსტინი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს