ოზურგეთში საკრებულოს “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატი დავით მჟავანაძე დააკავეს


ავტორი
Front News საქართველო
ოზურგეთში საკრებულოს “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატი დავით მჟავანაძე დააკავეს. ხმაური და ფიზიკური დაპირისპირება საკრებულოს სხდომათა დარბაზში “ქართული ოცნების” დეპუტატის განცხადებას მოყვა, რომელმაც “ნაციონალური მოძრაობა” დესტრუქციასა და ქაოსის მოწყობაში დაადანაშაულა.
დეპუტატებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა.
მორიგი დაპირისპირება კი სხდომათა დარბაზში სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული პოლიციელების გამოჩენას მოყვა.
დაკავებულ დავით მჟავანაძეს ბრალი ორი მუხლით ედება, რაც პოლიციის დაუმორჩილებლობასა და წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს