Logo

პაატა ბურჭულაძე - არანაირი შეხვედრები არ გვქონია და არც საჭირო იყო, პოლიტიკური პარტიები მონაწილეობას არ იღებდნენ

პოლიტიკა
162
Frontnews image description

ორგანიზატორები ვიყავით ორნი - მე და "ქართული ოცნება". მათ ყველაფერი გააკეთეს, რომ ჩემს დაძახებულზე ხალხი გამოსულიყო, - ამის შესახებ მსოფლიო ბანმა პაატა ბურჭულაძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა. 

მისივე თქმით, მან ხალხს მოუწოდა, რომ პროვოკაციას არ აჰყოლოდნენ.

"ორგანიზატორები ვიყავით ორნი - მე და „ქართული ოცნება". მათ ყველაფერი გააკეთეს, რომ ჩემს დაძახებულზე ხალხი გამოსულიყო. რაც შეეხება ვიდეოს, სადაც ჩვენ ყველანი ვჩანვართ, ძალიან დიდი ალბათობა იყო, რომ რაიმე პროვოკაცია შეიძლება მომხდარიყო. მინდოდა ხალხისთვის მეთქვა, რომ სხვებისთვის არ დაეჯერებინათ და იქვე იდგნენ ეს ადამიანები და დავუძახე.

რაც შეეხება სცენაზე ასვლას, იქ ყველას შეეძლო ამოსულიყო და ვისაც რაც მოესურვებოდა, ის ეთქვა. სასახლისკენ გადასვლა აღვიქვი ისე, რომ იქ უნდა გაგვეგრძელებინა მიტინგი. რომ მივედით, ღობე ჩამოგდებული დაგვხვდა. მაგრამ, რადგან მე ნათქვამი მქონდა, რომ მე ვიღებდი პასუხისმგებლობას, გადავედი ეზოში და სპეცრაზმელებს ვუთხარი, რომ ხალხზე ხელი არ აეწიათ, მათ არ აუწევიათ ხელი ხალხზე, მაგრამ გოჩა პატარიძემ 2 მეტრიდან სპრეი შემასხა. გამოვედი გარეთ, როგორც კი მოვსულიერდი ხელმეორედ გადავედი და ისევ მოვუწოდებდი, რომ ხელი არ აეწიათ ხალხზე და მეორეჯერ შემასხეს სპრეი. ამის შემდეგ გადავედი რუსთაველის გამზირზე, თვალები დამწვარი მქონდა. ხალხს მოვუწოდე, რომ პროვოკაციას არ აჰყოლოდნენ. შემდეგ ცუდად გავხდი და საავადმყოფოში გადამიყვანეს. მაღალი წნევა მქონდა. ამ დროს ოთახში შემოვიდნენ [პოლიცია] და ექიმს უთხრეს, რომ მე უნდა წავეყვანე, რაზეც ექიმმა უთხრა, რომ ხვალამდე ჩემს თავს ვერ გაატანდა. შემეცოდა ექიმი და ხელი მოვაწერე, რომ ჩემს ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობა ვიღებდი და პოლიციას გავყევი. წაკითხული დეკლარაციის ტექსტი ხალხმა შეადგინა. მათ შეადგინეს სია. არანაირი შეხვედრები არ გვქონია და არც საჭირო იყო. პოლიტიკური პარტიები მონაწილეობას არ იღებდნენ", - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

პაატა მანჯგალაძე, პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე და ლაშა ბერიძე 2025 წლის 4 ოქტომბერს ღამით დააკავეს. გამოძიება მათ კონსტიტუციური წყობის ძალადობრივად შეცვლისკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას, ასევე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას ედავება, რაც 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები