პაატა ბურჭულაძე - ჩვენი საქმე მართალია და აუცილებლად გავიმარჯვებთ 4-ში, 4-ში ვიწყებთ და 4-შივე ვამთავრებთ ამ რეჟიმს


ავტორი
Front News საქართველო
ომი, ბრძოლა, რომელიც არის 4 ოქტომბერს, ჩვენ უკვე მოგებული გვაქვს, 4-ში ვიწყებთ და 4-შივე ვამთავრებთ ამ რეჟიმს, - ამის შესახებ მოძრაობა "რუსთაველის გამზირის“ ლიდერმა პაატა ბურჭულაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
"მიუხედავად იმისა, რა უსამართლო დაკავებებიც არსებობს დღეს საქართველოში - ხალხს ცილს სწამებენ და იჭერენ, ალბათ, სხვა დაკავებებიც მოხდება ხვალ, ზეგ, ჩვენ გვინდა გითხრათ, რომ ეს ომი, ბრძოლა, რომელიც არის 4 ოქტომბერს ჩვენ უკვე მოგებული გვაქვს. ეს, რაც ხდება, არის ამ მშიშარა რეჟიმის შედეგი. ეს ომი ჩვენ უკვე მოვიგეთ, მთავარია, გავაფორმოთ 4-ში და ამასაც ვიზამთ აუცილებლად.
ასე რომ, ვიყოთ მედგრად, ვიყოთ ერთად. ჩვენ ვართ მართლები, ჩვენი საქმე მართალია და აუცილებლად გავიმარჯვებთ 4-ში. 4-ში ვიწყებთ და 4-შივე ვამთავრებთ ამ რეჟიმს. ბრძოლა ბოლომდე!", - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.
თაგები:
პაატა ბურჭულაძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს