Logo

პაატა ბურჭულაძე - თუ მათ ხელი აღმართეს ჩვენზე, ასეთ შემთხვევაში, ძალიან მკაცრად ვუპასუხებთ, ჩვენ მივდივართ მშვიდობიანად

პოლიტიკა
116
Frontnews image description

თუ მათ ხელი აღმართეს ჩვენზე, ასეთ შემთხვევაში, ძალიან მკაცრად ვუპასუხებთ მათ, ჩვენ მივდივართ მშვიდობიანად, - ამის შესახებ მოძრაობა „რუსთაველის გამზირის“ ლიდერმა პაატა ბურჭულაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ივანიშვილის სისტემა უკვე დალპა.

"ჩვენ ვნახეთ, რომ ივანიშვილის სისტემა უკვე დალპა, ხომ ხედავთ, გამოდის ყველა ინფორმაცია, რაც კი შეიძლება და არ შეიძლება გამოვიდეს. 

ჩვენ ვიცით მათი გეგმა, ჩვენ, პრინციპში, ამ გეგმის გარდაც დიდი გამოცდილება გვაქვს, თუ როგორ შეიძლება მათთან შებრძოლება იმიტომ, რომ თუ მათ ხელი აღმართეს ჩვენზე, ასეთ შემთხვევაში, ძალიან მკაცრად ვუპასუხებთ მათ. ჩვენ მივდივართ მშვიდობიანად. 

ერთი რამ უნდა აღინიშნოს, რომ ქართველმა ადამიანმა შიში მოსპო თავის თავში და გამოვა ასობით ათასი ადამიანი", - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

Advertisement