Logo

პაატა დავითაია - მზადდება ანექსია და ამის ნათელი ნიშნებია

პოლიტიკა
40
Frontnews image description

პირველად "ქართული ოცნების" მოღვაწეობის პირობებში სუსმა დადო დოკუმენტი, რომ მზადდება ანექსია, ამას მისცა სამართლებრივი ფორმა და სახელი და გვარი, თუ ვინ აორგანიზებს ამას - ბატონი კირიენკო. ეს დოკუმენტი საქართველოს პარლამენტს წარუდგინდა სუსმა, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ანექსიის საფრთხე პირდაპირ ჩაწერა და შენ თუ დუმილის უფლებას იყენებ, შენ უკვე ხდები ანექსიის ნაწილი და ხელშემწყობი, -  ამის შესახებ პარტია "ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარემ პაატა დავითაიამ განაცხადა. 

მისივე თქმით, ოკუპირებული ცხინვალის თემის გააქტიურებას ორი მიზეზი აქვს -  ერთი, რომ რუსეთს უკრაინის ფრონტზე შეექმნა პრობლემები და მეორე - რუსეთი ამით საქართველოს ხელისუფლებას თითს უქნევს, რომ არ გაბედოს ევროპისკენ გახედვა.

"მზადდება ანექსია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და ამის ნათელი ნიშნებია. მოდი, შევხედოთ რეალობას, რაც არის ცხინვალის რეგიონში - ორჯერ ჩატარდა რეფერენდუმი ე.წ. გაერთიანებასთან დაკავშირებით სამხრეთ ოსეთისა და ჩრდილოეთ ოსეთის, რვაჯერ მიმართა ე.წ. სამხრეთ ოსეთის პარლამენტმა რუსეთის სათათბიროს, რომ გაერთიანდეს და რუსეთის სათათბირომ იმსჯელოს ამაზე. მე პირველად მაშინ ვთქვი, რომ ეს იყო ანექსიის ნიშნები, ხელისუფლების პოზიცია კი იყო, რომ თითქოსდა არაფერი არ ხდება ამ მიმართულებით.

რა მოჰყვა ამ მიმართვებს? - ამას მოჰყვა სამხედრო ხელშეკრულების გაფორმება, რაც ითვალისწინებს იმას, რომ ცხინვალის რეგიონში მცხოვრებლები, ვინც ჯარში მსახურობს, ის ერთვება რუსულ ჯარში, მეორე საკითხი - სოციალური პაკეტი თავიდან ბოლომდე მიაბეს რუსეთის ფედერაციას, ჯანდაცვის საკითხები და ყველაფერი ის, რაც უნდა ჰქონდეს "სუვერენულ სახელმწიფოს", გადაერთო ამ მიმართულებით. მთავარი, რაც ამ ხელშეკრულებაში ჩაიდო, რაც არ იყო, ეს არის ის, რომ თვითმმართველობის ორგანოების გადაწყვეტილება რუსეთის ფედერაციის, მოქმედებს ცხინვალის რეგიონში.

ჩვენ შევხედოთ მოსახლეობას - დაახლოებით არის 12-14 ათასი ადამიანი და ჯარებია დაახლოებით 15-17 ათასი, ფაქტობრივად, ერთი სამხედრო ბაზაა მთლიანი. ახლა რა დარჩათ სამართლებრივად - მათ დარჩათ ის, რომ რუსეთის სათათბირომ განიხილოს და დაამტკიცოს გაერთიანების საკითხი და ანექსიას - მიწების მიერთებას პუტინმა ხელი მოაწეროს.  ფაქტობრივად, რუსეთის ფედერაცია ემზადება X დღისათვის - როცა ანექსია მოხდება, რეალურად, მათ ორი რესპუბლიკის - აფხაზეთისა და ცხინვალის მიერთება უნდოდათ, მაგრამ პრობლემები აქვთ, აფხაზური მხარე ეწინააღმდეგება ამას.

რატომ გააქტიურდა ეს თემა ახლა? ორი საკითხია: პირველი - ის პრობლემები, რაც რუსეთის ფედერაციას აქვს უკრაინაში და მეორე - თითის დაქნევა საქართველოს მთავრობისთვის, რომ არ გაიხედონ ევროპისკენ.

საინტერესო აქ არის სამართლებრივი შეფასება - პირველად "ქართული ოცნების" მოღვაწეობის პირობებში სუსმა დადო დოკუმენტი, რომ მზადდება ანექსია, ამას მისცა სამართლებრივი ფორმა და სახელი და გვარი, თუ ვინ აორგანიზებს ამას - ბატონი კირიენკო. ეს დოკუმენტი საქართველოს პარლამენტს წარუდგინდა სუსმა, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ანექსიის საფრთხე პირდაპირ ჩაწერა და შენ თუ დუმილის უფლებას იყენებ, შენ უკვე ხდები ანექსიის ნაწილი და ხელშემწყობი, რაც გამოძიებისთვის ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს, მომავალში. ამაზე არრეაგირება არ შეიძლება", - განაცხადა პაატა დავითაიამ.

რუსეთის დუმამ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონთან “თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ შეთანხმების” რატიფიცირებას დაუჭირა მხარი. შეთანხმების მიხედვით, მოსკოვი და ცხინვალი გააგრძელებენ ერთიანი ეკონომიკური სივრცის შექმნას და ეტაპობრივად გადავლენ ერთიან მიდგომაზე “საგარეო სესხებისა და უცხოური ინვესტიციების” საკითხებში.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები