Logo

პაატა მანჯგალაძე - ავტოკრატიის პირობებში ეს არის დამატებითი რგოლი, ამით მთავარ სიგნალს აძლევენ მოძალადეებს

პოლიტიკა
3 საათის წინ / 17:32
134
Frontnews image description

ამით მთავარ სიგნალს აძლევენ მოძალადეებს, რომ ნუ გეშინიათ, არანაირ ძალადობაზე თქვენზე გამოძიება არ იქნება, -  ამის შესახებ “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა პაატა მანჯგალაძემ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გაუქმებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, მის გუნდს სამი მთავარი მოთხოვნა აქვს.

"სამი მთავარი მოთხოვნაა ჩვენთვის, "სტრატეგია აღმაშენებლისთვის" - ახალი საპარლამენტო არჩევნები, მანამდე სხვა არჩევნებს არც განვიხილავთ, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და მესამე - დავიწყოთ დასავლეთთან მოლაპარაკება იმიტომ, რომ მარტო, იზოლაციაში დარჩენილი საქართველო არის მხოლოდ რეჟიმის და რუსეთის ინტერესი. 

ძალადობა კიდევ უფრო ლეგიტიმური გახადა რეჟიმმა.

რაც შეეხება სსს-ის გაუქმებას, ავტოკრატიის პირობებში ეს არის დამატებითი რგოლი, ამით მთავარ სიგნალს აძლევენ მოძალადეებს, რომ ნუ გეშინიათ, არანაირ ძალადობაზე თქვენზე გამოძიება არ იქნება ფორმალურადაცო", - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ. 

სპეციალური საგამოძიებო სამსახური უქმდება და ის პროკურატურას უერთდება.

Advertisement