პაატა ზაქარეიშვილი - ჩვენ ყველაზე მეტი რესურსი და შესაძლებლობები გაგვაჩნია, ვიდრე აზერბაიჯანს და სომხეთს, მაგრამ ამ წუთში სამარცხვინოდ ჩამორჩენილები ვართ


ავტორი
Front News საქართველო
ჩვენ ყველაზე მეტი რესურსი და შესაძლებლობები გაგვაჩნია, ვიდრე აზერბაიჯანს და სომხეთს, მაგრამ ამ წუთში სამარცხვინოდ ჩამორჩენილები ვართ, ეს არის კატასტროფა, - ამის შესახებ კონფლიქტოლოგმა პაატა ზაქარეიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველო რუსულ ორბიტაზეა.
"საქართველო რუსულ ორბიტაზეა. ჩვენ ყველაზე მეტი რესურსი და შესაძლებლობები გაგვაჩნია, ვიდრე აზერბაიჯანს და სომხეთს, მაგრამ ამ წუთში სამარცხვინოდ ჩამორჩენილები ვართ, ეს არის კატასტროფა.
არასდროს ყოფილა კავკასიის ისტორიაში ისეთი ფენომენი, რომ მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფო - ამერიკა - ასე სერიოზულადაა დაინტერესებული კავკასიით. ეს ნიშნავს, რომ სულ ცოტა 100 წელი კავკასიაში ომი აღარ იქნება.
რუსეთი უძლურია, მით უმეტეს კავკასიაში, ჩვენ გვიცავს კავკასიის ქედი, ჩვენ გვაქვს უნიკალური ვითარება თურქეთის კონტექსტში ნატოს წევრი სახელმწიფოს კონტექსტში, რომელიც მოტივირებულია თავისი ყოფნით კავკასიაში. საქმე იმაშია, რომ რუსეთი გადის იმიტომ, რომ სხვები შემოდიან. ეს არ არის რუსეთის წინააღმდეგ პროცესი, ამ პროცესებში ჩასართავად რუსეთი უძლურია.
აზერბაიჯანმა და სომხეთმა მომენტი დაიჭირეს, მათ შეეძლოთ, დალოდებოდნენ უკრაინაში ომის დასრულებას.
2022 წელს უკვე იყო საუბარი და მეც ვამბობდი, რომ კარგი მომენტი აქვს საქართველოს მშვიდობიანი ფორმებით თურქეთის საშუალებით გვქონოდა მეტი ნატო სანამ ნატოში გავწევრიანდებოდით. დღეს აზერბაიჯანი უფრო მეტადაა ნატოს წევრი, ვიდრე საქართველო, რომელიც კონსტიტუციით მიდის ნატოში.
ჩვენ დღეს ვრჩებით გვერდზე იმიტომ, რომ ხალხის მოტყუებით "ქართული ოცნება" ახერხებს თავისი წარმატების მიღწევას.
არაფერი საფრთხე არ არსებობს და არ არსებობდა ომის განახლების საქართველოში და საქართველოში არანაირი პოლიტიკური პარტია არ ამბობდა, რომ კარგი დროა ომის დაწყების, ეს არის ტყუილი", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დღეს თეთრ სახლში აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრს ნიკოლ ფაშინიანს უმასპინძლებს.
ტრამპის თქმით, "ამერიკის შეერთებული შტატები ხელს მოაწერს ორმხრივ შეთანხმებებს ორივე ქვეყანასთან ეკონომიკური შესაძლებლობების ერთობლივად გამოსაყენებლად, რათა სრულად გამოვიყენოთ სამხრეთ კავკასიის რეგიონის პოტენციალი".
თაგები:
პაატა ზაქარეიშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს