Logo

“პალიტრა მედია“ 27 წლის გახდა

საზოგადოება
398
Frontnews image description

“პალიტრა მედია“ 27 წლის გახდა. გაზეთ „კვირის პალიტრის“ პირველი ნომერი 1995 წლის 18 აპრილს გამოვიდა. 

 

მედიაჰოლდინგი ამჟამად 6 მსხვილ ინდუსტრიას და 20-ზე მეტ შვილობილ კომპანიას აერთიანებს. 

 

ამ დროისთვის „პალიტრა“ ფლობს 20-ზე მეტ ონლაინ მედიასაშუალებას, ასევე, რადიოს და ტელევიზიასაც.

 

ჰოლდინგის შემადგენლობაში შედის – საგამომცემლო სახლი „პალიტრა L“, წიგნების მაღაზიათა ქსელი „ბიბლუსი“, სათამაშოების მაღაზიათა ქსელი „პეპელა“ და “XS-toys”, რამდენიმე სტამბა, ქაღალდის გადამამუშავებელი ქარხანა, წმინდა გიორგის საერთაშორისო სკოლა, ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი BTU და სხვა. 

 

Front News ულოცავს “პალიტრა მედიას“ 27 წლის იუბილეს და შემდგომ წარმატებებს უსურვებს.

თაგები:

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები