პაპუნა მარგველიძე რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების მერებს და საკრებულოს თავმჯდომარეებს შეხვდა


ავტორი
Front News საქართველო
რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველიძე რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების მერებს და საკრებულოს თავმჯდომარეებს შეხვდა.
ონის მუნიციპალიტეტის მერიაში გამართულ შეხვედრაზე განიხილეს მიმდინარე წელს განსახორციელებელი პროექტები, სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების მიმდინარეობა, რეგიონში არსებული გამოწვევების გადაჭრის გზები, ასევე მხარეში დაგეგმილი კულტურული ღონისძიებების საორგანიზაციო საკითხები.
პაპუნა მარგველიძემ ხაზი გაუსვა ეფექტიანი კოორდინაციის აუცილებლობას და გამოწვევებზე მყისიერი რეაგირების განსაკუთრებულ მნიშვნელობას. ამ კონტექსტში ყურადღება გამახვილდა რეგიონული განვითარების სამინისტროსთან შემდგომი თანამშრომლობის მიმართულებებზე.
ონის მუნიციპალიტეტის მერიაში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ: სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ქრისტინა კობახიძე, მოადგილეები - ალუდა თუთისანი და ბერდია ჩანქსელიანი, რწმუნებულის ადმინისტრაციის რეგიონული პროექტებისა და კოორდინირების სამსახურის უფროსი ლევან ცხვედიანი, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ზურა ცაგურიშვილი, აპარატის უფროსი მარიკა დვალი და რაჭა-ლეჩხუმ სვანეთის დელეგატის გოჩა ენუქიძის ბიუროს წარმომადგენელი ონში ირმა ჩიხრაძე.
თაგები:
პაპუნა მარგველიძე

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

მეუფე ნიკოლოზმა მიხეილ სააკაშვილი მოინახულა