Logo

პარიზის მერი ემანუელ გრეგუარი გახდა

მსოფლიო
108
Frontnews image description

პარიზის მერის არჩევნების მეორე ტურში სოციალისტური პარტიის კანდიდატმა ემანუელ გრეგუარმა გაიმარჯვა.

მედიის ინფორმაციით, გრეგუარმა ხმების დაახლოებით 51% მიიღო. მან კონსერვატორი, ყოფილი მინისტრი რაშიდა დატი და რადიკალური მემარცხენე კანდიდატი სოფია ჩიკორუ დაამარცხა და თავისი თანაპარტიელი ანე იდალგო მერის პოსტზე ჩაანაცვლა.

"პარიზმა გადაწყვიტა, საკუთარი ისტორიის ერთგული დარჩეს. პარიზი იქნება წინააღმდეგობის გული მემარჯვენეების ალიანსის წინააღმდეგ, რომელიც ცდილობს, წაგვართვას ის, რაც ჩვენთვის ყველაზე ძვირფასია: ერთად ცხოვრების სიხარული“, – განაცხადა გრეგუარმა.

პარიზის მერის არჩევნების პირველი ტური 15 მარტს გაიმართა.

 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები