Logo

პარიზის სასამართლომ ნიკოლა სარკოზის ციხიდან ვადაზე ადრე გათავისუფლების შუამდგომლობა დააკმაყოფილა

მსოფლიო
53
Frontnews image description

პარიზის სასამართლომ საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის ციხიდან ვადაზე ადრე გათავისუფლების შუამდგომლობა დააკმაყოფილა. ფრანგული მედიის ცნობით, სასამართლოს გადაწყვეტილებით, სარკოზი „სასამართლოს ზედამხედველობის“ ქვეშ იქნება.

საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი საპატიმროს დღეს დატოვებს. მას ეკრძალება საფრანგეთის დატოვება და მისი საქმის ფიგურანტებთან ნებისმიერი სახის კონტაქტი.

ასევე, მას აკრძალული ექნება საფრანგეთის იუსტიციის სამინისტროს ოფიციალური პირებთან შეხვედრაც.

საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატის თქმით, სარკოზის ციხიდან გათავისუფლება მხოლოდ პირველი ნაბიჯია და დაცვის მხარე საფრანგეთის ყოფილი ლიდერის მიმართ გამოტანილი განაჩენის გასაჩივრებას სააპელაციო სასამართლოში აპირებს.

Advertisement