პარლამენტი ნარკოტიკული ნივთიერებების ოდენობის ცვლილებებთან დაკავშირებული კანონპროექტის განხილვას იწყებს


ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს პარლამენტი ნარკოტიკული ნივთიერებების ოდენობის ცვლილებებთან დაკავშირებით მომზადებული კანონპროექტის განხილვას იწყებს. პროექტზე დღეს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე იმსჯელებენ.
საკანონმდებლო ცვლილებებით მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობები გაიწერება ისეთ ნარკოტიკულ საშუალებებზე, როგორებიცაა: ამფეტამინი, დეზომორფინი, ლიზელგინის მჟავა, ე.წ. ექსტაზი, ეფედრონი-მეტკათინონი, მეტამფეტამინი, მეთადონი და ჰეროინი.
პროექტის ავტორთა განმარტებით, აღნიშნული რვა ნივთიერება პრაქტიკაში მათი განსაკუთრებული დიდი სიხშირით გავრცელებისა და მოხმარების ფაქტიდან გამომდინარე შეირჩა, ხოლო ოდენობების განსაზღვრისას მხედველობაში მიღებული იქნება ამ ნივთიერებათა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საზიანო შედეგები.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა