პარლამენტი ყოველწლიური გლობალური მასშტაბის აქციას – “დედამიწის საათს” უერთდება

ავტორი
Front News საქართველო
27 მარტს, საქართველოს პარლამენტის შენობაში და მის ფასადზე ელექტროენერგია ერთი საათით გაითიშა, რითაც პარლამენტი შეუერთდა ყოველწლიური გლობალური მასშტაბის აქციას – „დედამიწის საათი".
გლობალურ გარემოსდაცვით კამპანიას, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით ადამიანის მიერ ელექტროენერგიის გამოყენებაზე ერთი საათით უარის თქმას გულისხმობს, საფუძველი 2007 წელს ჩაეყარა. საქართველო, მათ შორის, პარლამენტი ამ უმნიშვნელოვანეს კამპანიას წელს უკვე მეთორმეტედ უერთდება.
ყოველწლიურად ამ დღეს 187 ქვეყანა და მილიონობით ადამიანი იკრიბება ერთი უმნიშვნელოვანესი მიზნის გარშემო – დედამიწის დაცვისთვის.
თაგები:

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


