
ავტორი
Front News საქართველო
ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში ვიზიტის ფარგლებში, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა ლუქსემბურგის დეპუტატთა პალატაში გაფართოებულ ფორმატში შეხვედრა გამართეს.
შეხვედრის მასპინძლები იყვნენ ლუქსემბურგის დეპუტატთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე გუსტი გრაასი და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მარკ ჰანსენი. გაფართოებულ ფორმატში მონაწილეობდნენ ლუქსემბურგის დეპუტატთა პალატის სხვადასხვა კომიტეტის წევრები.
მხარეებმა დეტალურად განიხილეს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების გასული წლების დინამიკა და სამომავლო გეგმები. ხაზი გაესვა, რომ ურთიერთობების გადატვირთვა შედის ორივე მხარის ინტერესებში და რომ მხარეები გააგრძელებენ ამ მხრივ ძალისხმევას.
ამასთან, საქართველოსა და ლუქსემბურგის პარლამენტის წევრებმა მიმოიხილეს რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება, საქართველოსა და შავი ზღვის რეგიონში მიმდინარე პოლიტიკური, უსაფრთხოების და ეკონომიკური მოვლენები, აგრეთვე, ორმხრივი კავშირების ფართო სპექტრი.
თაგები:
პარლამენტის დელეგაცია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს