
ავტორი
Front News საქართველო
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა შეხვედრები გამართეს ბელგიის პარლამენტის წარმომადგენლობითი პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე კეტლინ დეპურტერთან და ქვედა პალატის წევრ ვერნერ ზომერსთან, აგრეთვე, საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან.
მხარეებმა განიხილეს საპარლამენტო დიპლომატიის და საკანონმდებლო ორგანოებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები, ორმხრივი დღის წესრიგის გაფართოების პერსპექტივები, საქართველოსა და რეგიონში მიმდინარე მოვლენები.
აგრეთვე, ისაუბრეს საქართველო-ევროკავშირის პარტნიორობაზე, საქართველოს მიერ ევროპული ინტეგრაციის გზაზე გადადგმულ ნაბიჯებზე, ურთიერთობებში არსებულ გამოწვევებზე და ხაზი გაუსვეს სრულფასოვანი დიალოგის აუცილებლობას.
ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
თაგები:
პარლამენტის დელეგაცია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს