
ავტორი
Front News საქართველო
პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ “კოალიცია ცვლილებებისთვის” სამი ლიდერი – ნიკა გვარამია, ნიკა მელია და ზურაბ ჯაფარიძე დაიბარა.
სამივე მათგანს ინფორმაცია დღეს მიეწოდა.
ნიკა გვარამიას ცნობით, იგი დაბარებულია 8 აპრილს, 10:00 საათზე.
ზურაბ ჯაფარიძის თქმით, ის 4 აპრილსაა დაბარებული.
ნიკა მელია კი 11 აპრილს, 13:00 საათზე.
სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობა ითვალისწინებს ჯარიმას ან პატიმრობას ერთ წლამდე.
თაგები:
კომისია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს