პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდული საქმეთა კომიტეტის წევრები იტალიის ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის ლიდერს შეხვდნენ

ავტორი
Front News საქართველო
პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდული საქმეთა კომიტეტის დელეგაციამ, მარიამ ლაშხის, ვაკო თურნავას და გიორგი ჩაკვეტაძის შემადგენლობით, იტალიელ პოლიტიკოსთან, ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის (UDC) ლიდერთან, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ხელმძღვანელ ლორენცო ჩეზასთან შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე, ჩეზამ დაადასტურა იტალიის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ევროინტეგრაციის კურსის მიმართ. ქართულმა დელეგაციამ ყურადღება გაამახვილა ბრიუსელის ბიუროკრატიის მხრიდან არასამართლიან და ორმაგ სტანდარტებზე დაფუძნებულ დამოკიდებულებაზე საქართველოს მიმართ.
ასევე, ხაზი გაესვა საქართველოს ძალისხმევას რეგიონში მშვიდობის დამყარებისა და ევროპულ ოჯახში სრულუფლებიანი წევრობის მისაღწევად.
ყურადღება გამახვილდა კავკასიაში საქართველოს განსაკუთრებულ როლზე სტაბილურობისა და დემოკრატიული ღირებულებების დაცვის მიმართულებით.
მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს ნატოში ინტეგრაციის საკითხზე და და განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა: ნატოს საპარლამენტო ასამბლეის მნიშვნელობა დიალოგისა და ურთიერთთანამშრომლობისთვის; სხვადასხვა საერთაშორისო საპარლამენტო პლატფორმების გამოყენება საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის ხელშეწყობისთვის; ორმხრივი საპარლამენტო თანამშრომლობის გაძლიერება იტალია-საქართველოს შორის.
ლორენცო ჩეზამ დაადასტურა იტალიის მზაობა, აქტიურად გამოიყენოს ყველა შესაძლო პლატფორმა საქართველოს მხარდასაჭერად. შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო საქართველოსა და იტალიის საერთო ქრისტიანულ მემკვიდრეობას და ღირებულებებს, რომლებიც, როგორც აღინიშნა, ამყარებს ორ ქვეყანას შორის განსაკუთრებულ კავშირს.
ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
თაგები:
პარლამენტი
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


