პარლამენტის რიგგარეშე სხდომა 18 ივლისს გაიმართება


ავტორი
Front News საქართველო
პარლამენტის რიგგარეშე სხდომა კვირას, 18 ივლისს, 12:00 საათზე დაიწყება. რიგგარეშე სხდომის თარიღისა და დღის წესრიგის შესახებ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე იმსჯელეს.
პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებს აირჩევენ და შესაბამის დადგენილების პროექტს უყრიან კენჭს.
გარდა ამისა, რიგგარეშე სხდომაზე, პლენარული სხდომების გაცდენებიდან გამომდინარე, პარლამენტის რამდენიმე წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე იმსჯელებენ.
„ეს საკითხი რეგულირდება პარლამენტის რეგლამენტით. ამასთან დაკავშირებით პოლიტიკური გადაწყვეტილება გვაქვს მისაღები და ეს თემა იქნება რიგგარეშე სხდომის ერთ-ერთი საკითხი“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს