პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა იქნება


ავტორი
Front News საქართველო
"ქართული ოცნება“ პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე კახა კუჭავას წარადგენს.
ამის შესახებ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
"პირველ რიგში, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო არჩილს იმ გაწეული საქმისთვის. მას ძალიან მნიშვნელოვან პერიოდში მოუწია პარლამენტის თავმჯდომარის პოსტის დაკავება და მან ძალიან ღირსეულად გაართვა თავი საქმეს. მისი ეს ბოლო გადაწყვეტილება მიუთითებს, რამდენად სწორად ხედავს ის მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს და რაც ყველაზე მთავარია პარლამენტის როგორც ინსტიტუტის სამომავლო განვითარებას.
დიდი მადლობა მინდა ვუთხრა პარტიის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს და მთლიანად გუნდს ამ ძალიან დიდი ნდობისთვის, რომელიც მე გამომიცხადეს. ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, რომელსაც ვიზარებ და ვთვლი, რომ ის გამოწვევები, რომლის წინაშეც ახლა დგას პარლამენტი ჩვენ უნდა გამოვიყენოთ როგორც შესაძლებლობა.
ორშაბათიდან ვიწყებთ ძალიან მნიშვნელოვან ეტაპს, სადაც ყველა პარტია ერთად უნდა იყოს წარმოდგენილი პარლამენტში და ვიღებდეთ იმ გადაწყვეტილებებს, რომელიც მნიშვნელოვანია დღეს ჩვენი ქვეყნისთვის", – განაცხადა კახა კუჭავამ.
დღევანდელ ბრიფინგზე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობას ტოვებს.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს