პარლამენტმა “ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო

ავტორი
Front News საქართველო
79 მომხრე, 15 წინააღმდეგ – პარლამენტმა 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით მომზადებული „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი მესამე, საბოლოო მოსმენით მიიღო.
კანონპროექტი ფრაქცია „ქართული ოცნების“ საკანონმდებლო ინიციატივის წესით მომზადდა.
კანონპროექტის თანახმად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა, სასჯელისაგან და პირობითი მსჯავრისგან თავისუფლდება ყველა ის პირი, რომელთაც დანაშაული 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ჩაიდინა და ამნისტიის გავრცელებაზე უარი არ განუცხადებიათ. პირი, ვის მიმართაც ამნისტია გავრცელდება, ნასამართლობის არმქონედ ჩაითვლება.
თაგები:
ამნისტია
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


