Logo

პარლამენტმა "დიპლომატიური სამსახურის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო

პოლიტიკა
6 საათის წინ / 17:35
89
Frontnews image description

პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და 87 ხმით მიიღო "დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილება.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ხათუნა თოთლაძის განმარტებით, ცვლილებებით, დიპლომატიური თანამდებობის პირისთვის და ადმინისტრაციული პერსონალისთვის როტაციის ვადის გაგრძელების შესაძლებლობა იზრდება არა უმეტეს ერთ წლამდე ვადით.

მისი თქმით, ტექნიკური ხასიათის ცვლილებები ხორციელდება კანონის იმ ნორმებში, რომელიც ითვალისწინებს როტაციის წესით გრძელვადიან სამუშაო მივლინებაში წარგზავნის და მივლინებიდან გამოწვევის საკითხებს.

კანონპროექტით, შეიქმნა ეთიკისა და ქცევის წესების საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ნორმატიული აქტით დამტკიცების სამართლებრივი საფუძველი, რომელიც უფრო დეტალურ დონეზე მოაწესრიგებს როგორც სამინისტროს ცენტრალური აპარატის, ასევე, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობისა და საკონსულო დაწესებულებებში დასაქმებული პირებისთვის ეთიკისა და ქცევის ზოგად წესებს.

Advertisement