
ავტორი
Front News საქართველო
"კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტის თანახმად, საჯარო მოსამსახურეებს შესაძლებლობა მიეცემათ, შეთავსებით განახორციელონ ექსპერტული საქმიანობა.
ნებართვა გაიცემა შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის/ორგანოს მიერ კონკრეტული საქმიანობის შესაბამისი ვადით, ერთჯერადად, არაუმეტეს 1 წლით გაცემული წერილობითი თანხმობის საფუძველზე.
საუბარია საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაცია/აკრედიტაციის საბჭოს ექსპერტებსა და ასევე, განათლების ნებისმიერ საფეხურზე ავტორიზაცია/აკრედიტაციის და აპელაციის საბჭოს წევრებზე.
კანონპროექტი, რომელიც პარლამენტმა 90 ხმით დაამტკიცა, პლენარულ სხდომაზე განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ თამარ მახარაშვილმა წარადგინა.
თაგები:
პარლამენტი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს