
ავტორი
Front News საქართველო
პარლამენტმა 77 ხმით მხარი დაუჭირა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებას, რომელიც ახალი სასკოლო სახელმძღვანელოების ეტაპობრივ დანერგვას ითვალისწინებს.
საკითხი პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ თამარ მახარაშვილმა წარადგინა.
კანონპროექტი სამინისტროს მიერ შექმნილი სასკოლო სახელმძღვანელოების სასწავლო პროცესში ეტაპობრივ დანერგვას ითვალისწინებს 2026-2027 და 2027-2028 სასწავლო წლების განმავლობაში, ცალკეული კლასებისა და საგნების მიხედვით.
კანონპროექტის თანახმად, 2028 წლის 1 სექტემბრიდან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები ვალდებული იქნებიან, ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობა განახორციელონ მხოლოდ სამინისტროს მიერ შექმნილი ან/და სამინისტროსთან შეთანხმებული სახელმძღვანელოებით.
შესაბამისად, სასკოლო სახელმძღვანელოების შექმნისა და სასწავლო პროცესში მათი დანერგვის პროცესი ეტაპობრივად განხორციელდება და სრულად დასრულდება 2028-2029 სასწავლო წლის დაწყებამდე.
თაგები:
პარლამენტი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს