პარლამენტში დღეს ამირან გამყრელიძეს ელოდებიან


ავტორი
Front News საქართველო
ჯანდაცვის კომიტეტი დღეს დაავადებათა პრევენციის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს სხდომას გამართავს.
შეხვედრაზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი არაგადამდებ დაავადებათა ანალიზს წარადგენს, ასევე იქნება თამბაქოს კონტროლის მიმოხილვა.
ამირან გამყრელიძე საკანონმდებლო ორგანოში სავარაუდოდ, კორონავირუსის ეპიდვითარებასა და მის ირგვლივ არსებულ პრობლემებზეც ისაუბრებს.
"დღეს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში გაიმართება სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო, რომელიც განიხილავს არაგადამდები დაავადებების სიტუაციურ ანალიზს, კვლევებს, მოლოდინებს და ასევე განვიხილავთ თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონის აღსრულების ხარისხის შეფასებით ნაწილს. შესაძლოა გამოვიყენოთ ეს შეხვედრა იმისათვის, რომ ვთხოვოთ ბატონ ამირანს მოკლე ინფორმაცია არსებულ ეპიდვითარებასთან იქნას მოწოდებული", – განაცხადა პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს