პარლამენტში რიგგარეშე სხდომა აღარ გაგრძელდება


ავტორი
Front News საქართველო
პარლამენტში რიგგარეშე სხდომა, სადაც შს მინისტრის ვახტანგ გომელაურისთვის უნდა მოესმინათ, აღარ გაგრძელდება.
“ქართული ოცნების” დეპუტატები სხდომის შეწყვეტის ინიციატივით მას შემდეგ გამოვიდნენ, რაც ჟურნალისტებმა და ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ტრიბუნასთან ლექსო ლაშქარავას დაკავებისა და დამნაშავეების დასჯის მოთხოვნით პლაკატები მიიტანეს.
პარალელურად, მედიის წარმომადგენლება საკანონმდებლო ორგანოში ბანერი გაშალეს. “ოცნების” წევრებმა ჟურნალისტებს ბანერის მოხსნა მოთხოვეს. მათი თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში, სხდომა არ გაგრძელდებოდა.
