
ავტორი
Front News საქართველო
საკანონმდებლო ორგანო „სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის შექმნის შესახებ“ დადგენილებას მიიღებს. დადგენილების პროექტი დღეს პარლამენტის ბიუროს სხდომას წარედგინა.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, დადგენილების პროექტს ხვალ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მიიღებენ.
"საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება, სადაც კომისიის წევრთა რაოდენობა, ფრაქციებისა და პოლიტიკური ჯგუფების კვოტები განისაზღვრება. ფრაქციებმა და პოლიტიკურმა ჯგუფებმა 4 თებერვალს, ბიუროს სხდომაზე კომისიის წევრთა სია უნდა წარმოადგინონ, რომელსაც პარლამენტის ბიურო ცნობად მიიღებს. კომისია ხუთშაბათიდან შეძლებს სრულფასოვნად მუშაობის დაწყებას“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
დროებითი კომისია საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასების ფორმირების მექანიზმების გამჭვირვალე და ობიექტურ შესწავლას.
კომისია შეიმუშავებს და მოამზადებს შესაბამის დასკვნას და რეკომენდაციებს. პარლამენტის დროებითი კომისიის უფლებამოსილების ვადა 3 თვით განისაზღვრება.
დადგენილების პროექტის ინიციატორი და ავტორია ფრაქცია „ქართული ოცნება“.
თაგები:
შალვა პაპუაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს