პარლამენტთან აქციის რამდენიმე მონაწილე, მათ შორის ლაზარე გრიგორიადისი დააკავეს


ავტორი
Front News საქართველო
პარლამენტის წინ აქციაზე რამდენიმე ადამიანი დააკავეს. დაკავებულებს შორისაა ლაზარე გრიგორიადისი.
“დიახ, მეგობრებო ლაზარე ისევ დაიჭირეს და ჩვენც მიგვაყოლებენ, თუ ეს დამპალი რეჟიმი არ გაუყენეთ ციმბირის გზას!” – წერს გრიგორიადისის დედა სოციალურ ქსელში.
ჟურნალისტ ნანუკა ჟორჟოლიანის თქმით, ლაზარე გრიგორიადისი მიზანმიმართულად დაიჭირეს.
“დაინახეს ლაზარე იდგა ყველაზე უწყინრად, ყველაზე მშვიდად. გამოვიდნენ, ლაზარეს მოკიდეს ხელი და შეათრიეს. პირდაპირ იცოდნენ ვინ უნდა დაეჭირათ და ვინ უნდა შეეყვანათ შიგნით. რატომ გამოვარდნენ, რატო შეათრიეს, რის მიხედვით არჩევდნენ ბავშვებს გაუგებარია”, – აცხადებს ჟორჟოლიანი.
თაგები:
დაკავება

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს