Logo

პარლამენტთან მთავრობის გადადგომის მოთხოვნით აქცია იმართება

პოლიტიკა
11.07.2021 / 18:26
Frontnews image description

პარლამენტთან საპროტესტო აქცია დაიწყო.

აქციის ორგანიზატორების ინფორმაციით, მათ მოთხოვნებია: ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობის დაუყოვნებლივ გადადგომა; მომხდარის დამოუკიდებელი ექსპერტებით გამოძიება; ყველა იმ მოძალადის დაკავება და კანონის სრული სიმკაცრით დასჯა, რომლებიც ლექსო ლაშქარავას დაესხნენ თავს, ასევე, ძალადობრივი აქციის ორგანიზატორების პასუხისმგებლობაში მიცემას.

“ტვ პირველის” ოპერატორი ლექსო ლაშქარავა საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. მას 5 ივლისს ჰომოფობიურმა ჯგუფებმა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

 

Advertisement