პარტია “ევროპელი სოციალისტები“ საჯარო რეესტრში ოფიციალურად დარეგისტრირდა


ავტორი
Front News საქართველო
მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ევროპელი სოციალისტები“ საჯარო რეესტრში ოფიციალურად დარეგისტრირდა. პარტიამ ყველა საჭირო პროცედურა კანონის სრული დაცვით გაიარა.
პარტია როგორც ოპოზიციური პოლიტიკური ძალა, სრულ ოპონირებას გაუწევს ხელისუფლებას, ქვეყანაში არსებულ ყველა მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით.
ამასთანავე, „ევროპელი სოციალისტების“ პოლიტიკური გუნდი მთელი საქართველოს მასშტაბით გეგმავს გაშალოს პარტიული საქმიანობა და ღირსეულად მოემზადოს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის.
"პარტიის საქმიანობის მთავარი მიზანი იქნება აქტიური მუშაობა ქვეყანაში სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად და კონსტრუქციულ გარემოში ოპონირება ხელისუფლებასთან. ამ კუთხით მოხდება სხვადასხვა მნიშვნელოვანი კანონპროექტების ინიცირება საკანონმდებლო ორგანოში, რაც სოციალური სამართლიანობის პრინციპზე დამყარებული სახელმწიფოს შექმნის საფუძველი გახდება“, – ნათქვამია განცხადებაში.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს