Logo

პარტია „საქართველოსთვის“ წევრებმა შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირება ვიოლა ფონ კრამონთან შეხვედრაზე განიხილეს

პოლიტიკა
1373
Frontnews image description

პარტია „საქართველოსთვის“ წევრები, დეპუტატები გიგი ხოჯევანიშვილი, ბექა ლილუაშვილი, მიხეილ დაუშვილი, ანა ბუჩუკური და ალექსანდრე მოწერელია ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონს შეხვდნენ. 

 

გახარიას გუნდის წევრებმა და ევროპარლამენტარმა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები, მათ შორის მმართველი პარტიის მიერ შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირება განიხილეს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ამ ნაბიჯით ქართული ოცნება ეწინააღმდეგება ქართული საზოგადოების და საერთაშორისო პარტნიორების ინტერესებს და კიდევ ერთხელ უგულვებელყოფს მის მიერ აღებულ ვალდებულებებს, რაც ცალსახად ფასდება როგორც უკან გადადგმული ნაბიჯი.

 

პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, გახარიას გუნდის წევრებმა ვიოლა ფონ კრამონს ასევე მიაწოდეს ინფორმაცია მმართველი პარტიის მიერ პარტია „საქართველოსთვის“ წევრებზე და მხარდამჭერებზე განხორციელებულ ზეწოლებთან დაკავშირებით.

Advertisement