
ავტორი
Front News საქართველო
ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ კოორდინატორის, მადონა ჩადუნელის განცხადებით, მას წინასაარჩევნო კამპანიის განმავლობაში გაწეული საქმიანობისთვის ხელფასს არ უხდიან.
“მე არ ვიცი, რა ხელფასი იყო განკუთვნილი. ახლობლის თხოვნით მივედი და ხაშურის მუნიციპალიტეტში, ჩვენი სოფლიდან ვინც იყრიდა კენჭს მაჟორიტარად, იმის გვერდში დასადგომად. ბავშვობიდან ერთად ვიზრდებოდით და ჩემმა ახლობელმა მითხრა, რომ მოდი, გვერდში დავუდგეთო. შემდეგ გავიგე, რომ სხვა რაიონებში 3 თვე იღებდნენ კოორდინატორები ხელფასს, მე კი არცერთხელ არ ამიღია მთელი კამპანიის განმავლობაში. არავის გავხსენებივართ – რომ გაემარჯვათ, ალბათ, ერთჯერადად მაინც მოგვცემდნენ. ჩემი სოფლელები დღესაც აწუხებენ იმ გოგოს, ვისი თხოვნითაც მე გვერდში დავუდექი დეპუტატობის კანდიდატს. რამდენიმე მათგანს ამ გოგომ თავისი ჯიბიდან მისცა, მაგრამ ისიც უხელფასოდ დატოვეს და მომერიდა მისი შეწუხება“, – აცხადებს მადონა ჩადუნელი imedinews-თან საუბარში.
თაგები:
გახარიას პარტია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს