Logo

პარტია “საქართველოსთვის“ უსაფრთხოების ჯგუფის წარმომადგენლები ექსპერტებს შეხვდნენ

პოლიტიკა
10.07.2021 / 14:04
Frontnews image description

პარტია „საქართველოსთვის“  უსაფრთხოების ჯგუფის წარმომადგენლები ექსპერტებს შეხვდნენ. პოლიტიკური საბჭოს წევრმა კახაბერ ქემოკლიძემ ექსპერტებს უსაფრთხოების და თავდაცვის მიმართულებით პარტიის პროგრამული ხედვა გააცნო. 

პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, საუბარი შეეხო იმ სტრატეგიულად მნიშვნელოვან საკითხებს, რომელიც პარტიას განსაზღვრული აქვს პარტიულ ხედვებში. განიხილეს ყველა ის მნიშვნელოვანი რეფორმა თუ გამოწვევა, რომელიც დღეს საქართველოს დღის წესრიგში  დგას და რომელთან დაკავშირებითაც პარტიას აქვს საკუთარი ხედვები, როგორც უსაფრთხოების კუთხით, ისე თავდაცვის მიმართულებით.

ექსპერტებმა შეხვედრაზე თავიანთი რეკომენდაციები და მოსაზრებები გამოთქვეს. 

პარტია „საქართველოსთვის“ წევრები სისტემატურად მართავს შეხვედრებს მიზნობრივ ჯგუფებთან, სადაც განიხილება პარტიის პროგრამული ხედვა, ექსპერტების მოსაზრებები, რომელიც საბოლოოდ დოკუმენტში აისახება.

თაგები:

Advertisement