“პასუხისმგებლობა იმაზე, რომ ამ ვითარებიდან გამოვიდეთ, ვიღაცამ უნდა აიღოს”


ავტორი
Front News საქართველო
"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ შეთანხმებას ხელი პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე მოაწერა და ამით გარკვეული პასუხისმგებლობა აიღო.
"ჩვენ მივიღეთ რთული, მაგრამ პრაგამტული გადაწყვეტილება, რომელიც შედის ამ ქვეყნის ინტერესებში. ამ ქვეყნის ინტერესებში არის ნიკა მელიას გარეთ ყოფნა. შეთანხმებას მოვაწერეთ ხელი პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე. ნიკას ადგილზე მე რომ ვიყო საპატიმროში, ალბათ, მეც იგივეს ვიტყოდი, რომ არ ღირს კომპრომისებზე წასვლა ჩემი თავისუფლების გამო, მაგრამ პასუხისმგებლობა იმაზე, რომ ჩვენ ამ ვითარებიდან გამოვიდეთ, ვიღაცამ უნდა აიღოს", – განაცხადა სამადაშვილმა.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს