
ავტორი
Front News საქართველო
ქართველი ხალხის 80%-ზე მეტს ევროკავშირში გაწევრიანება სურს, ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ მისწრაფებას და მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, განაგრძოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზა და ის, რაც შეესაბამება ამას, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილემ ვედანტ პატელმა პრესკონფერენციაზე თბილისში ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
“ისეთი ქმედებები, რომლებსაც ჩვენ ვხედავთ, არ შეესაბამება ქართველი ხალხის თვითგამოცხადებულ მისწრაფებებს. არა იმას, რასაც სხვა ქვეყნები ან შეერთებული შტატები ამბობენ, არამედ ქართველი ხალხის თვითგამოცხადებულ მისწრაფებებს. ქართველი ხალხის 80%-ზე მეტს ევროკავშირში გაწევრიანება სურს. ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ მისწრაფებას და მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, განაგრძოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზა და ის, რაც შეესაბამება ამას.
საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ მას სურდა ევროკავშირში გაწევრიანება და ურთიერთობა ტრანსატლანტიკურ ალიანსებთან, როგორიცაა ნატო, მაგრამ ასეთი საკანონმდებლო საქმიანობა, რომელიც ტარდება, ხელისუფლების ასეთი ქმედება, მიმდინარე საქმიანობა, ეს არ შეესაბამება ამ გაცხადებულ მიზნებს. საბოლოო გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ უნდა მიიღოს, მაგრამ რასაც ჩვენ ვამბობთ, არის ის, რომ ასეთი კანონი არა მხოლოდ არ შეესაბამება მათ საკუთარ მისწრაფებებს, არამედ, ფაქტობრივად, შეესაბამება იმ ტიპის რეპრესიულ კანონმდებლობას, რომელიც ჩვენ ვნახეთ სხვა რეჟიმებისგან, იქნება ეს კრემლი თუ სხვა“, – განაცხადა პატელმა.
თაგები:
ვედანტ პატელი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს