პატრიარქი - გულითადად გილოცავთ რომის პაპად არჩევას, წინააღმდეგობებით სავსე ურთულეს დროში თქვენი შემართება და სიმტკიცე ფრიად მნიშვნელოვანი იქნება მთელი მსოფლიოსათვის


ავტორი
Front News საქართველო
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ლეო XIV-ს რომის პაპად არჩევას ულოცავს.
"მის უწმინდესობას რომის პაპ ლეო XIV-ს
თქვენო უწმინდესობავ,
გულითადად გილოცავთ რომის პაპად თქვენს არჩევას. ეს თქვენი პიროვნების დიდი დაფასებაცაა და თქვენზე დიდი პასუხისმგებლობის დაკისრებაც.
ჩვენს წინააღმდეგობებით სავსე ურთულეს დროში თქვენი მხარდაჭერა ჭეშმარიტი ღირებულებების დასაცავად, თქვენი შემართება და სიმტკიცე ფრიად მნიშვნელოვანი იქნება მთელი მსოფლიოსათვის.
როდესაც შევხვდი მის უწმინდესობას, პაპ ფრანცისკეს, მაშინაც აღვნიშნე და კვლავ გავიმეორებ, რომ რომის საყდარი და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ძმების, - პეტრეს და ანდრია მოციქულების დაარსებულია, რაც დღესაც ჩვენს შორის ურთიერთობებს გამორჩეული პატივისცემით მსჭვალავს.
მიიღეთ ჩვენი საუკეთესო სურვილები.
შევთხოვ უფალს, წარმატებულ ჰყოს თქვენი მოღვაწეობა არა მარტო კათოლიკური სამყაროსათვის, არამედ მთელი კაცობრიობისათვისაც.
ძმური სიყვარულით
ილია II
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მთავარეპისკოპოსი მცხეთა-თბილისისა და მიტროპოლიტი ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის", - აღნიშნულია წერილში.
თაგები:
კათოლიკოს-პატრიარქი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა