პატრიარქი - სამშობლოზე შეყვარებული კიდევ ერთი გამორჩეული პიროვნება გამოაკლდა ჩვენს ქვეყანას, ამ ქვეყნად დარჩა მამუკა ჩარკვიანის სიმღერები, თაობებში რომ იცოცხლებს


ავტორი
Front News საქართველო
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე მამუკა ჩარკვიანის გარდაცვალების გამო სამძიმარს გამოთქვამს.
"სამშობლოზე შეყვარებული კიდევ ერთი გამორჩეული პიროვნება გამოაკლდა ჩვენს ქვეყანას.
მიწიერი ცხოვრება დატოვა და მარადიულობის მკვიდრი გახდა ბატონი მამუკა ჩარკვიანი – დიდტკივილგამოვლილი და, ამასთან, შეუპოვარი ადამიანი, ფრიად ნიჭიერი, დახვეწილი გემოვნების, ქართული კულტურის შესანიშნავი წარმომადგენელი, მუსიკოსი, კომპოზიტორი, ავტორ-შემსრულებელი…
მართალია, იგი განგვეშორა, მაგრამ ამ ქვეყნად დარჩა ეროვნული ჰანგებით გაჯერებული, ძირითადად მამის, ბატონი ჯანსუღის ლექსებზე შექმნილი მისი სიმღერები, თაობებში რომ იცოცხლებს.
აღვავლენთ ლოცვებს ბატონ მამუკას უკვდავი სულისათვის, რათა სავანესა მართალთასა დააწესოს იგი უფალმა, ხოლო ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და მისი შემოქმედების დამფასებელთ მიმადლოს მშვიდობა და მამუკასათვის ლოცვის ძალა“, – აღნიშნულია სამძიმრის წერილში.
ქართველი მუსიკოსი და კომპოზიტორი მამუკა ჩარკვიანი საბურთალოს სასაფლაოზე დღეს დაკრძალეს.
თაგები:
პატრიარქი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს