
ავტორი
Front News საქართველო
მიუღებლად მიგვაჩნია ალექსანდრე ლუკაშენკოს ჩასვლა ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე, თუმცა საქართველოს რეაგირება არის მთავრობის გადასაწყვეტი, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.
“მინდა, დავადასტურო ევროკავშირის პოზიცია, რომელიც არის მკაფიო – ევროკავშირი მტკიცედ დგას საქართველოს გვერდით მისი დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერით საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
ვგმობთ აფხაზეთის სეპარატისტულ რეგიონში ე.წ. პრეზიდენტის ამ ვიზიტს, რადგან ლუკაშენკო არ არის ბელარუსის ლეგიტიმური პრეზიდენტი. მარტივად რომ ვთქვა, ჩვენ მიუღებლად მიგვაჩნია ასეთი ვიზიტის განხორციელება საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე, თუმცა საქართველოს რეაგირება არის საქართველოს მთავრობის გადასაწყვეტი“, – განაცხადა ჰერჩინსკიმ.
ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში 28 სექტემბერს იმყოფებოდა, სადაც ე.წ. პრეზიდენტ ბჟანიას შეხვდა.
თაგები:
პაველ ჰერჩინსკი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს