
ავტორი
Front News საქართველო
ვიმედოვნებ, ეს ვიზიტი გააძლიერებს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობას, – ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ საქართველოში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის ვიზიტზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, სამუშაო ვიზიტი ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება და საკმაოდ დატვირთული იქნება.
“დღეს ეს არის პირველი მაღალი დონის ვიზიტი, მას შემდეგ რაც საქართველომ ივნისში ევროპული პერსპექტივა მიიღო. არსებობს ვიზიტის ორი ძირითადი მიზეზი; პირველი არის 12 რეკომენდაციასთან და მის განხორციელებასთან დაკავშირებული განხილვა. მეორე – ეკონომიკურ და საინვესტიციო გეგმა ჩვენს პროექტებთან ერთად, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები, რომლის მიზანია საქართველოს ეკონომიკის განვითარება ევროკავშირის მხარდაჭერით, ეს ეხება მდგრადობას, დაკავშირებულობას, ციფრულ და მწვანე ეკონომიკას, ყველა ეს საკითხი განიხილება დღეს და ხვალ. ძალიან დატვირთული პროგრამა გვაქვს, ვიმედოვნებ ეს ვიზიტი გააძლიერებს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობას“, – განაცხადა ჰერჩინსკიმ.
მისი თქმით, შეხვედრები გაიმართება პრემიერ-მინისტრთან, პრეზიდენტთან და პარლამენტის წევრებთან.
თაგები:
პაველ ჰერჩინსკი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს